მართლმადიდებელი ეკლესიის პოზიცია ერეტიკულ მსოფლმხედველობასთან მიმართებაში
— რაც შეეხება ჭეშმარიტი და ცდომილი სწავლებების, ანუ მართლმადიდებლობისა და ერესის ურთიერთმიმართებას, ეს საკითხი ქრისტიანული მოძღვრების ყოფითი ისტორიის დასაბამიდანვე დღის წესრიგში იდგა მახარებლებთან და მოციქულებთან, იმიტომ, რომ მახარებელ-მოციქულნი ის პიროვნებები იყვნენ, რომლებიც უშუალოდ მოღვაწეობდნენ მსოფლიოს სხვადასხვა რეგიონში და ურთიერთობა ჰქონდათ წარმართულ სამყაროსთან. მათ წინაშე ერესის პრობლემა ძალიან ცხოვლად იდგა. ეკლესიის მამები დაუღალავ მოღვაწეობას ეწეოდნენ ამ პრობლემის მხრივ მრევლისათვის მართებული განმარტების მისაწოდებლად.