ნეოფიტობაზე
რა არის ნეოფიტობა? ეს გახლავთ ერთგვარი ყმაწვილური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მხოლოდ შეაღებს ეკლესიის კარებს. ეკლესიური ცხოვრების ამ საწყის ეტაპზე ნეოფიტობა სრულიად მისაღები და კანონიერია, მსგავსად ჩვილი ბავშვის ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებული გართულებებისა და სამყაროს ბავშვური აღქმისა. უბედურება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი „იჭედება“ ნეოფიტობაში. აი, რას წერს პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით: „ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“(1. კორინთ. 13,11). ნეოფიტობა სწორედ ამ „სიყრმისეულის არდატევება“ გახლავთ. წარმოიდგინეთ ქვიშაში თოჯინებით მოთამაშე წვერებიანი ბიძიები და ზორბა დეიდები, დორბლი რომ ჩამოსდით და ბავშვურად ეტიტინებიან ერთმანეთს.