ეკლესიურობა თუ იდეოლოგია

ეკლესიურობა თუ იდეოლოგია

მამა ალექსანდრე შმემანი “დღიურებში” იდეოლოგიას ამგვარად განმარტავს: “იდეოლოგია – ეს არის ქრისტიანობა, რომელიც მოსწყდა ქრისტეს, ამიტომაც წარმოიშვა იგი და გაბატონებულია “ქრისტიანულ სამყაროში”(გვ.192). აქვს თუ არა თანამედროვე იდეოლოგიას რელიგიური ფესვები? უნდა აიღონ თუ არა თავის თავზე ქრისტიანებმა პასუხისმგებლობა ქრისტიანობის იდეოლოგიური მეტამორფოზების გამო?

ეკლესიას ჩვენს გამო აკრიტიკებენ

ეკლესიას ჩვენს გამო აკრიტიკებენ

რუსული მართლმადიდებელი ეკლესიის მიმართ კრიტიკის ტალღა გამოიწვია მისი (ეკლესიის) მსახურთა გარკვეული ნაწილის ქადაგებებმა, რომელებიც ეკლესიურ სწავლებას სცილდება. აღნიშნა მოსკოვის სასულიერო აკადემიის პროფესორმა, პროტოდიაკვანმა ანდრეი კურაევმა.

ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

ეკლესიურ აღზრდაში დაშვებული შეცდომები

ქალაქის გარეუბნებში ან მის გარეთ ღვთისმსახურებას თუ არ დასწრებიხართ, წარმოიდგინეთ, პატარა ზომის ეკლესია დილის წირვა და გულმოდგინედ მომლოცველი მრევლი. სახარების კითხვისას კარები იღება და ტაძარში ორბავშვიანი დედა შემოდის: ერთი სამიოდ წლის თუ იქნება, მეორე — ჩვილი. უფროსი ცოტა ხნით ჩერდება დედის გვერდით, მერე ხალხში გაძვრება და ტაძარში სიარულს იწყებს. ატყობს, რომ არავის სცხელა მისთვის და ისიც თავისთვის დაბაკუნობს, თან თავის ბავშვურ ენაზე საკუთარ თავს ელაპარაკება. უმცროსი დედას ჰყავს ატატებული, მაგრამ მოუსვენრობა მასაც ეტყობა, ტიტინს წამოყვირება ენაცვლება, შიგადაშიგ წამოიტირებს. დედიკო რა თქმა უნდა, ცდილობს, რომ დააწყნაროს და რა თქმა უნდა, უშედეგოდ. სხვა სიტუაციაში უწყინარი ბავშვური ტირილი აქ აშკარა დისკომფორტს ქმნის: მრევლის გულისყური ლოცვისკენ აღარაა მიპყრობილი. როგორც იქნა ვიღაც ბედავს შენიშვნის მიცემას. პასუხად, მკაცრად მოკუმული ტუჩები და მკვახე ტონი: “ეს როგორ? ქრისტემ თქვა ნუ დაუშლით ბავშვებს ჩემთან მოსვლასო და თქვენ ტაძრიდან მაგდებთ ბავშვებიანად?“ საყოველთაო დაძაბულობა. ღვთისმსახურება თავის ნამდვილ აზრს კარგავს…

არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

არის თუ არა მუჰამედი წინასწარმეტყველი?

რატომ არ თვლიან ქრისტიანები მუჰამედს წინასწარმეტყველად? ეს კითხვა აღელვებს მრავალ მუსულმანს და ხშირად გაისმის ქრისტიანთა მიმართ, ძირითადად ამგვარი ფორმულირებით: “ჩვენ, მუსულმანები თაყვანს ვცემთ იესო ქრისტეს, როგორც მოციქულს, თქვენ კი არ ცნობთ მუჰამედს წინასწარმეტყველად! რატომ უშვებთ ასეთ უსამართლობას?”

მებრძოლი სეკულარიზმი და ქრისტიანობა

მებრძოლი სეკულარიზმი და ქრისტიანობა

რა არის იმ აგრესიულობის მიზეზი, რომელსაც თანამედროვე დასავლელი ლიბერალ—სეკულარისტები ამჟღავნებენ ქრისტიანობის მიმართ? რატომ არის, რომ მათ მიერ შექმნილი პოლიტკორექტულობის წესები, რომლებიც კარგა ხანია თავისებურ “ახალი ევროპის მაშენებლის მორალურ კოდექსად ქცეულა”, თავის თავში მოიაზრებს ისლამის კრიტიკის აკრძალვას, მაგრამ ყველანაირად ხელს უწყობს ქრისტიანობის კრიტიკას? რატომ იძლევა ეს წესები შუასაუკუნეების ესპანეთში ინკვიზიციის მხეცობებზე საუბრის უფლებას, ..ხოლოკოსტის .. პერიოდში ნაცისტურ გერმანიაში, მაგრამ კრძალავენ თურქეთში სომეხთა და სხვა ქრისტიანი ხალხების გენოციდის ხსენებას? რას მივაწეროთ ისტორიის გაშუქების ამგვარი მიკერძოებულობა და ცალმხრივობა? რატომ ხდება ქრისტიანობა ყოველთვის განტევების ვაცი, როცა რელიგიას აკრიტიკებენ? რატომ ვერ მოიძებნა ადგილი ქრისტიანობისთვის ევროპის კონსტიტუციაში მაშინ, როცა “ბერძნულ-რომაული” და განმანათლებლობის ეპოქის მემკვიდრეობა იქნა აღიარებული ევროპული ცივილიზაციის საფუძვლად?