წმ. იოანე ოქროპირი სასწაულთმოქმედების ნიჭის შესახებ

წმ. იოანე ოქროპირი სასწაულთმოქმედების ნიჭის შესახებ

«ეს ჩემი სიტყვები კი არაა, არამედ ნეტარი პავლესი, რომელმაც თქვა: ჰბაძავდეთ მადლთა ამათ უფროისთა, და მერმე აღმატებული გზაი გიჩუენო თქუენ ( 1 კორ. 12, 31) წარმოგვიდგენს რა არა სასწაულთმოქმედების ნიჭს, არამედ სიყვარულს — ყოველგვარი სათნოების საფუძველს. ამრიგად, თუკი ვივარჯიშებთ სიყვარულში და მასზე დაფუძნებულ სხვა სათნოებებში, არანაირი საჭიროება აღარ გვექნება სასწაულთმოქმედებისა; პირიქით, თუკი სიყვარულში არ ვივარჯიშებთ, ვერანაირ სარგებელს ვერ მივიღებთ სასწაულებიდან.»

«უცნაური ღმერთი»

«უცნაური ღმერთი»

«როგორც მაშინ მოვიდა ქრისტე კესარიაში, დაე ასევე მოვიდეს იგი ქრისტიანულ ქვეყნებში იმათთან, ვინც თავის თავს მართლმადიდებელ ქრისტიანს უწოდებს, იქ, სადაც მისი სარწმუნოება მეუფებს და მისი სახარება იქადაგება და კიდევ ერთხელ იკითხოს: «თქვენ ვინ გგონიე მე ყოფად?» მე მას ვუპასუხებდი: იესოვ ჩემო, ადამიანებმა არ იციან, ვინ ხარ. «არა ცნეს, არცა გულისხმა-ყვეს და ბნელსა შინა ვლენან» (ფს. 81, 5). ერთი ერთს ამბობს, მეორე მეორეს, როგორც ცდომილი და დაბნელებული გონება უკარნახებთ. » ეპისკოპისი ილია მინიატისი

დეკანოზი ლევან მექოშვილი — კვეთებულის ლოცვის შესახებ

დეკანოზი ლევან მექოშვილი — კვეთებულის ლოცვის შესახებ

დღეს იშვიათია ადამიანი, რომელიც არ იქნებოდა ინფორმირებული  “კვეთებულის” ლოცვის შესახებ, ან მონაწილეობა არ ჰქონდეს მიღებული მასში. ხოლო უფრო ცოტანი არიან ისინი, ვისაც ესმის ამ ლოცვის “დანიშნულება” და ზუსტი მისამართით მიდიან მის მოსასმენად, ეს სამღვდელო პრაქტიკიდან აშკარად ჩანს.

,,ყვითელი პრესის“ ქრისტიანობის შესახებ

,,ყვითელი პრესის“ ქრისტიანობის შესახებ

,ის მოვლენა რასაც მე ,,ყვითელი პრესის (ბულვარული) ქრისტიანობა“ ვუწოდე, ეკლესიურ ცხოვრებაში არსებობს როგორც ცოცხალი ფაქტი. ეს არის არასწორი აღქმა ეკლესიისა, სადაც იგნორირებულია ორი ძირითადი პრინციპი ეკლესიური ცხოვრებისა: ქრისტოცენტრულობა და სინერგია“

იღუმენი პეტრე მენშჩერინოვი.

იეჰოვას მოწმეები vs პავლე მოციქული

იეჰოვას მოწმეები vs პავლე მოციქული

იეჰოვას მოწმეებთან საუბრისას მაოცებს მათი იმის გაუცნობიერებლობა, თუ რაოდენ შეუთავსებელია მათი ქადაგებების შინაარსი სამოციქულო ხარებასთან. ერთმა აქტიურმა იეჰოვას მოწმე ქალბატონმა განმიცხადა, რომ ვინაიდან კიდით კიდემდე „იეჰოვას მოწმეები“ ქადაგებენ იეჰოვას სახელს, მხოლოდ ისინი წარმოადგენენ ჭეშმარიტ ქრისტიანებს, რომლებიც ასრულებენ ქრისტეს მცნებას-იარეთ და ყველას უქადაგეთ. ამავდროულად ჩემ არგუმენტებს იმაზე, რომ ახალ აღთქმაში არ არის და არც ყოფილა ტეტრაგრამა იჰვჰ (), მასზე არანაირი შთაბეჭდილება არ მოუხდენია. ამას გარდა, არც ქრისტე და არც მისი მოციქულები აქცენტს არ აკეთებდნენ გამოცხადებული ტეტრაგრამის წარმოთქმასა და მის ლოცვაში გამოყენებაზე. ამაზე მოწმეებს ძირითადად ერთი პასუხი აქვთ, რადგან მოციქულები იუდეველებს უქადაგებდნენ, ამის აუცილებლობა არ არსებობდა(ო). მაგრამ ვინაიდან ქადაგება ყველა ეროვნების ადამიანებისკენ იყო მიმართული, რომლებსაც თავის ღმერთები ჰყავთ, საჭირო გახდა ჭეშმარიტი ღმერთის სახელის განცხადება, რათა იგი (ღმერთი) სხვა ყველა დანარჩენებისგან გამორჩეული ყოფილიყო.