სერგეი ხუდიევი ავტორიტეტების არსსა და მარადიულ გადარჩენაზე
როდესაც მესმის ეკლესიის ავტორიტეტის შესახებ, რომელიც ზოგიერთის (უფრო ხშირად პუბლიცისტების ) მტკიცებით სულ უფრო დაბლა ეცემა, ხოლო მეორე მხარის (ხშირად სოციოლოგების) აზრით, უცილობლად მაღალი რჩება. მე ვცდილობ იმის გაგებას, რაზეა საერთოდ საუბარი. გამოკითხვის მიხედვით, იმ ადამიანების რაოდენობა, რომლებიც ეკლესიას ენდობიან, სტაბილურად დიდია — და ამავე დროს, იმ ადამიანთა რაოდენობა, ღვთისმსახურებას რომ ესწრება, თუმცა კი იზრდება, და მაინც გაცილებით დაბალი რჩება.