ნეოფიტობაზე

ნეოფიტობაზე

რა არის ნეოფიტობა?  ეს გახლავთ ერთგვარი ყმაწვილური მდგომარეობა, როდესაც ადამიანი მხოლოდ შეაღებს ეკლესიის კარებს.  ეკლესიური ცხოვრების ამ საწყის ეტაპზე ნეოფიტობა სრულიად მისაღები და კანონიერია, მსგავსად ჩვილი ბავშვის ზრდისა და ჩამოყალიბების პროცესთან დაკავშირებული გართულებებისა და სამყაროს ბავშვური აღქმისა. უბედურება მაშინ იწყება, როდესაც ადამიანი „იჭედება“ ნეოფიტობაში. აი, რას წერს პავლე მოციქული ამასთან დაკავშირებით: ოდეს-იგი ვიყავ ყრმა, ვიტყოდე ვითარცა ყრმაჲ, შერაცხილ ვიყავ, ვითარცა ყრმაჲ; ხოლო ოდეს ვიქმენ მამაკაც, დაუტევე სიყრმისაჲ იგი“(1. კორინთ. 13,11). ნეოფიტობა სწორედ ამ „სიყრმისეულის არდატევება“ გახლავთ. წარმოიდგინეთ ქვიშაში თოჯინებით მოთამაშე წვერებიანი ბიძიები და ზორბა დეიდები, დორბლი რომ ჩამოსდით და ბავშვურად ეტიტინებიან ერთმანეთს.

მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო

მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო

ალეპო 3 მარტი 2015 წელი მუსულმანმა ტერორისტმა ქრისტიანობა მიიღო კლინიკური სიკვდილიდან გამოსული და ბერების მიერ გადარჩენილი „ისლამური სახელმწიფოს“ მებრძოლი ცოდვებს ინანიებს, იღებს ქრისტიანობას და სირიის ჩრდილოეთში მდებარე კათოლიკურ მონასტერში სახლდება.

სახარება, რჯული და ფარისევლობა

სახარება, რჯული და ფარისევლობა

იესო ქრისტეს მიწიერი ცხოვრების დროს ბიბლიური კანონი ჯერ კიდევ არ იყო სრულად დადგენილი. იგი მხოლოდ „რჯულსა“ და „წინასწარმეტყველებს“ მოიცავდა, მესამე ნაწილი კი ბიბლიაში მხოლოდ პირველი საუკუნის ბოლოს შევიდა. თუმცა ახალი აღთქმის ეკლესიამ იგი მაინც მიიღო თავის კანონში. ამგვარად, ძველი აღთქმის შედგენილობა საერთო აღმოჩნდა ქრისტიანობასა და იუდაიზმში.

მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი

მართლმადიდებლობა და პროტესტანტიზმი

კამათი მატერიისა და ენერგიის შესახებ

მართლმადიდებლობასა და პროტესტანტიზმს ყველაზე მეტად წმიდა გარდამოცემისადმი დამოკიდებულება განასხვავებს. წმიდა გარდამოცემა კი, თავის მხრივ, წარმოადგენს პრინციპულ დებულებას — ფიგურირებს თუ არა იესო ქრისტეს ამაღლების შემდგომ ისტორიაში და თუ ფიგურირებს, — როგორ?

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

არარელიგიური რწმენა, ადამიანისადმი რწმენა და ნდობა, რწმენა საკუთარი თავისა

რწმენაზე საუბრისას ყოველთვის ღვთისადმი რწმენას ვგულისხმობთ. სინამდვილეში ადამიანისადმი რწმენაც არსებობს. იგი თითქმის ისევე მუდმივად და ღრმად განსაზღვრავს ჩვენს ცხოვრებას, როგორც ღვთის რწმენა. ამასთან, ღვთისა ყველას არ სწამს, ადამიანებთან თანაცხოვრება კი მათდამი რწმენას მოითხოვს. საზოგადოებრივი, პოლიტიკური, ოჯახური გარდაქმნის ყველა მცდელობა ადამიანისადმი რწმენას ეფუძნება. რელიგიისა თუ ცხოვრების ახალი წესის ქადაგებისას ჩანაფიქრი ვერასოდეს განხორციელდება ადამიანის შრომისა და ძალისხმევის გარეშე. ამიტომ ყოველი გარდამქმნელი, ყოველი ადამიანი, რომელიც ხალხს რაიმე სიახლისკენ მოუწოდებს, თავის მოწოდებას მათდამი რწმენაზე აფუძნებს. წვრილმანებში, ყოველდღიურ ყოფაში ყველაფერს განსაზღვრავს რწმენა იმისა, რომ ადამიანში არის რაღაც კარგი, კეთილი, რომელიც გაჭირვებას, მწუხარებას, სიხარულს ეხმიანება და ცხოვრების წარმართვის საფუძველს წარმოადგენს. სწორედ ამ რწმენაზე მსურს საუბარი.